სახელი:


ცოდვილი
მამია როგორ ხარ? ხომ არ იცი ახალ დაბადებულს გიშერი უნდა ეკეთოს?
და რო უშლი არ იშლიან და რა უნდა ვქნა მირჩიე რამე მეუბნებიან წინაპრებიდან გამომდინარ ვაკეთებთო და არ იშლიან მე არ მჯერა ესეთები და რა გავაკეთო?

არ შეიძლება ორ ბატონს ემსახურო. ქრისტიანადაც გინდა რომ იწოდებოდე და თან წარმართულ საქმეებსაც აკეთებდე. ეჰ! რას იზავ, შენ მხოლოდ შეგიძლია რომ უთხრა და სხვას ვერ გახდები. ილოცე მათთვის რომ მიხვდნენ ტავიანთ შეცდომილებას
მამია


იოსები
მამია მონასტერში მივდივარ საცხოვრებლად და ოჯახში მკვდვრად გამომაცხადეს და რა ვქნა გული ძალიან მწყდება.რას მირჩევ.

ამ ეტაპისთვის ასე უთხარი აუხსენი შენს მშობლებს რომ ცოტა ხნით მიდიხარ, მერე კი თვით უფალი გამოაჩენს მაგაზე არ იფიქრო როგორ მოხდება
მამია

იოსები
მამია შენი ე-მეილის მისამართი მომეცი და დაგიკავშირდები

ჩემი ე-მაილი ჩემი საიტის საკონტაქტო გვერდზე წერია
მამია

თეო
დიდ ცოდვად ითვლება მარხვაში შარვლის ჩაცმა?

ქრისტიანი ქალისთვის შარვლის ჩაცმა არა მარტო მარხვაში, საერთოდ არ შეიძლება. ქრისტიანი ადამიანი როგორც ტაძარში მისვლისას იცვამს და იქცევა ასევე უნდა იყოს ერში
მამია

თეო
მაინტერესებს ცოდვად ითვლება თუ არა როცა ტელეფონით გაცნობილებს ,,ემესიჯები,,?

უმჯობესია, რომ ქრისტიანმა ადამიანმა ტაძარში, მრევლში გაიცნოს, რომ მერე რაიმე პრობლემები არ ქონდეს. დამესიჯებას კი უცხო შემთხვევით გაცნობილ ადამიანებთან არასწორია
მამია

იოსები
მამია მაინტერესებს რომელი ეკლესიის მრევლი ხარ და მონასტერში თუ გიცხოვრია გარკვეული დროით, თუ არა მე დაგპატიჟებ და თუ მიიღებ მოწვევას. ღმერთმა დაგლოცოს.

გაიხარე! მონასტერში პერიოდულად ვარ ნაცხოვრები, პირადულად ე-მაილით ან სკაიპით დავილაპარაკოთ
მამია

თეო
ერთხელ გავიცანი ტელეფონით ბიჭი, შემდეგ მითხრა რომ იყო მუსლიმანი, ეს რომ გავიგონე ლამის გული გამისკდა, და ვუთხარი კარგად ჩემი ნომერი დაივიწყე მეთქი და რამდენად სწორად მოვიქეცი გთხოვთ მომწეროთ, ძალიან განვიცდი....

მე ვფიქრობ რომ სწორედ მოქცეულხარ, მერე შეიძლებოდა თქვენი ურთიერთობა "დიდ სიყვარულში" გადაზრდილიყო და მიუხედავად მისი მუსულმანობისა უარი ვეღარ გეთქვა. ქრისტიანის და მუსულმანის დაოჯახება(ჯვრისწერა) ყოვლად დაუშვებელია. ჯვრისწერის გარეშე ცხოვრება კი მრუშობაა, რაც მომაკვდინებელი ცოდვაა და ადამიანი დაღუპვამდე მიჰყავს
მამია

ცოდვილი
გაიხარე მამია

შენთან ერთად!
მამია

მაია
საინტერესო კატალოგია.

--

ბაჩანა
მამია დაყავი სტუმართა წიგნი გვერდებად, თორემ ვინც დაილ-აპ მოდემით შემოდის დიდხანს უწევს ლოდინი სანამ გვერდი ჩაიტვირთება.

გავითვალისწინებ და უახლოეს ხანში გავაკეთებ
მამია

ცოდვილი
გამარჯობა მამია როგორ ხარ? იცი რა მაინტერესებს ადამიანმა უნდა ევედროს ღმერთს თავისი სიყვარულისთვის ანუ თავისი გულის სწორისთვის როცა იმ ადამიანს არ უყვარს და ავედრებს მის თავს

დილა საღამოს ლოცვის შემდგომ თქვი რომ ამ საქმეზე(დაოჯახების, რაიმე საქმიანობის ....) დამლოცე უფალო და ყოველთვის დაამატე რომ იყოს ნება შენი. მიენდე უფალს ყოველივეში.
უფლის სიტყვისამებრ; უპირველესად ვეძიებდეთ სასუფეველსა ღვთისასა და ყოველივე მოგვეცემა რაც ჩვენი სულისთვის სასარგებლო იქნება
მამია

უჩა
გამარჯობათ, მე ახალი ვარ ამ საიტზე. გთხოვთ გამომეხმაუროთ.

კეთილი იყოს შენი მობრძანება ამ საიტზე!
მამია

უცნობი
მამია მღვდლობა არ გინდა

მღვდლობა ძალიან მძიმე ჯვარია და თან ის თვისებები რომელიც ჭეშმარიტ მღვდელმსახურს უნდა გააჩნდეს მე არ გამაჩნია
მამია

მარიამი
ვერ მეტყვით სად შეიძლება ვნახო ინფორმაცია რევაზ ინანიშვილზე? N

გუგლის ან იაჰოს საძებნით უნდა მოძებნო
მამია

სოფიო, სამტრედია
ძალიან კარგი საიტია და მადლობა უფალს. ღმერთმა გაგაძლიეროთ!

მადლობა! შენც ასევე!
მამია

თეო-თეო
ღმერთის მადლი შეგვეწიოს,
ანგელოზთა გალობა,
ზეციური სამყარო და,
მამა ღმერთის წყალობა. გაიხარეთ

შენც ასევე გაიხარე ორთავ სოფელში!
მამია

თეო ღლონტი
ძალიან კარგი საიტია. როცა ამ საიტზე შევდივარ სულიერად ვმშვიდდები. გაიხარეთ. ღმერთი ფარავდეს სრულიად საქართველოს.

ამინ!
მამია

ცოდვილი
მამია დიდი მადლობა, ღმერთმა გაგახაროს და დაგლოცოს

მადლობა უფალს ყოველივესთვის!
მამია

ცოდვილი
იცით რა მაინტერესებს; კურთხევის გარეშე რამდენად დასაშვებია ქადაგება ადამიანებში ქრისტიანობაზე ან რომ გთხოვონ, დაუწყო ახსნა გამოგდის ქადაგება? რამდენად დასაშვებია, ამას მამაოს ვერ ვეუბნები და თუ შეგიძლია ბოდიშის მოხდით მიპასუხო. ველი შენ პასუხს დიდი მადლობა

როგორც შენს ღვიძლ ძმას ან დას აუხსნიდი სიყვარულით და არა ჭკუის დარიგებით, ასე შეიძლება სხვასაც ზოგადად ვუთხრათ-ავუხსნათ, მით უმეტეს რომ ხედავ ადამიანს აინტერესებს ღვთის სიტყვის შესახებ. ამაში ცოდვა არაფერია. კონკრეტულ საკითხებისთვის კი მღვდელთან უნდა მიიყვანო და შემდგომ დაიწყოს კიდეც ეკლესიური ცხოვრება. ხოლო კითხვები რომლებიც გაგიჩნდება, აუცილებლად ჩამოწერე და მამაოს კითხე როცა "თავისუფალი" დრო ექნება
მამია

უცნობი
ვარ 19 წლის და მინდა მონასტერში წასვლა და ვერ გადავწყვიტე მირჩიეთ რამე გთხოვთ.

ძალიან კარგია, მთავარია მოძღვრის ლოცვა კურთხევით გააკეთო ყოველივე. შეგეწიოს უფალი!
მამია

თამარი დათვიაშვილი
ძალიან კარგი საიტია. ღმერთმა გაგაძლიეროთ და მეტი კეთილი საქმე გაკეთებინოთ. კარგი იქნება თუ მით ვიდეო მასალებს მოგვაწოდებთ.

გაიხარე! სივრცის არ ქონის გამო, რომელიც ფინანსებთან არის დაკავშირებული, სამწუხაროდ ვერ ხერხდება ვიდეო მასალის ატვირთვა
მამია

თეკო
კარგი საიტია. ამ გარყვნილ დროში ადამიანს ამშვიდებს. გაიხარეთ ცუდი დროა მე მგონი მეორედ მოსვლაა. ესეთი საიტები-ინფორმაცია მართლაც საჭიროა.

--

ქეთი
ძალიან კარგი საიტია უფალი გფარავდეთ!

გაიხარე!
მამია

ეკატერინე
ძალიან კარგი საიტია. მამშვიდებს სულიერად. გაიხარეთ. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი.

თქვენთან ერთად! გაიხარეთ!
მამია

თეო
პირველ რიგში მოგესალმებით, დარწმუნებული ვარ ყველანი კარგი ადამიანები ხართ, ვინც აქ გამოაგზავნა მესიჯი...ღმერთის მადლი შეგვეწიოს...გაიხარეთ ამ საიტის შემქმნელებმა...

შენც გაიხარე!
მამია

ნოდარი
მთელ საქართველოს ღმერთი ფარავდეს

ამინ!
მამია

ნოდარი
ძალიან კარკი საიტია

--

მაკა
მე დიდად ვისიამოვნე ამ ფილმის "ოსტროვ"-ის ყურებით. გირჩევთ უყუროთ, გაიხარეთ!

--

ნიკა
ღმერთის მწამს და არ გავცვლი ქრისტიანობას სხვა სარწმუნოებაზე

--

ქეთი
ძალიან მაგარი საიტია, განსაკუთრებით უცხოეთში მყოფი ქართველებისთვის. დიდი მდლობა

შენც მადლობა, გაიხარე!
მამია

ლუკა
თუ საშვალება იქნება უფრო მეტი ბიზანტიური საგალობლები დაამატეთ, ყველა რაც საუკეთესოა

ვებ სივრცის სიმცირის გამო, რომელიც ფინანსებთან არის დაკავშირებული სამწუხაროდ ვერ ხერხდება ვიდეო და აუდიო მასალის დამატება
მამია